18 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
სადეზინფექციო სამუშაოები თბილისსა და რეგიონებში მდებარე 1500-ზე მეტ საჯარო სკოლაში ჩატარდა

სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა თბილისსა და რეგიონებში მდებარე 1500-ზე მეტ საჯარო სკოლაში.

სამუშაოები 4 მარტს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება. განათლების სამინისტრომ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებს მიმართა. საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, 16 მარტამდე ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეწყდეს.

სასწავლო დაწესებულებები პროფილაქტიკის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად ატარებენ სადეზინფექციო სამუშაოებს.

"ჩვენ ვატარებთ სადეზინფექციო სამუშაოებს ქვეყანაში განვითარებული ბოლო მოვლენების გამო. ჩვენ გავითვალისწინეთ განათლების მინისტრის რეკომენდაცია. გარდა იმისა, რომ სწავლა გადაიდო, ჩვენ ვატარებთ სკოლების სრულ სამ კორპუსში და ლაბორატორიებში," - აცხადებს კოლეჯ "სპექტრის" დირექტორი მათე ტაკიძე.

დღის ამბები