18 ნოემბერი 2024,   09:55
ვრცლად
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო კომპლექსური გახდება - გიორგი გახარია ფემიციდის გახშირებულ შემთხვევებზე

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო კომპლექსური გახდება - ბოლო ორი თვის განმავლობაში მომხდარი ფემიციდის ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რელევანტური უწყებების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა.

საუბრისას აღინიშნა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში არაერთხელ გამკაცრდა კანონი და ახლა გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. ასევე დამკვიდრდა მოძალადეთა მონიტორინგის, რისკების შეფასების და შემაკავებელი ორდერის აღსრულების მონიტორინგის სისტემები, მიმდინარეობს გამომძიებელთა მუდმივი გადამზადება, თუმცა, შექმნილი ვითარება ყველა უწყების კოორდინირებულ ქმედებას მოითხოვს.

"ბოლო ორ თვეში გვყავს ოჯახის წევრის მიერ მოკლული რვა ქალი, ეს ძალიან მძიმე სურათია. ეს არის პრობლემა, რომელსაც კომპლექსური მიდგომა სჭირდება და ამ პროცესში ყველა შესაბამის უწყებას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. ჩვენ უფრო აქტიური ნაბიჯები უნდა გადავდგათ ამ პრობლემასთან საბრძოლველად," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები