შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბაკურიანში პოლიციის ახალი შენობა გახსნა. ბაკურიანის პოლიციის განყოფილების ახალ შენობაში იმუშავებს, როგორც საპატრულო, ასევე, კრიმინალური პოლიციის 50-ზე მეტი თანამშრომელი.
"აღნიშნული შენობა სრულად შეესაბამება სტანდარტებს და სრულად აკმაყოფილებს ყოველდღიური საქმიანობისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას. ამით პოლიციელებს ეძლევათ საშუალება, საქმიანობა უფრო კომფორტულ გარემოში განახორციელონ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს თავისი თანამშრომლების საყოფაცხოვრებო და სამუშაო პირობებზე ზრუნვის პოლიტიკას," - აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი.