18 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
მოვუწოდებ მხარეებს კომპრომისისაკენ, ველოდებით, რომ ქვეყანაში არჩევნები მაღალი სტანდარტით ჩატარდება - დიეგო კოლასი

დიპლომატიური კორპუსი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, დიალოგის შედეგების მოლოდინშია.

ისინი საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას სრულად უჭერენ მხარს. საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი საქართველოში - დიეგო კოლასი პოლიტიკურ მხარეებს შეთანხმებისაკენ და საჭირო ნაბიჯების გადადგმისაკენ ​მოუწოდებს.

"საქართველოში ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის დისკუსია ინტენსიურად მიმდინარეობს, ვისურვებდი, რომ წარმატებას მიაღწიონ. კარგი იქნება ყველა პოლიტიკურ ძალას შორის საბოლოო შეთანხმება შედგეს. ეს იქნება წინასაარჩევნოდ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი და უმაღლესი ევროპული სტანდარტების გამოხატულება. სწორედ ამას მოველით საქართველოსგან, ის ჩვენთვის ძლიერი პარტნიორია. ბევრს ვმუშაობთ თქვენს ქვეყანასთან, რადგან საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და ველოდებით, რომ ქვეყანაში არჩევნები მარალი სტანდარტით ჩატარდება.

მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ დეტალებზე არ ვისაუბრებ, რადგან პროცესები მიმდინარეობს და მინდა მათ წარმატების მიღწევაში დავეხმარო, მოვუწოდებ ყველა მხარეს შეთანხმებისაკენ და საჭირო ნაბიჯების გადადგმისაკენ იმისათვის, რომ კომპრომისის მიღწევა მოხდეს" - განაცხადა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში - დიეგო კოლასმა

დღის ამბები