18 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
იმას, რასაც ვაკეთებთ საქართველოსთან ერთად, აქვს მნიშვნელოვანი შემაკავებელი ეფექტი და არის გზავნილი რუსეთისთვის​ - აშშ-ის ელჩი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში რუსეთის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას და ბორდერიზაციის გაგრძელებას საშიში და მიუღებელი უწოდა. კელი დეგნანის თქმით, აშშ და საქართველო მუშაობენ იმისთვის რომ გაძლიერდეს ქვეყნის თავდაცვითი უნარი, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია რუსეთისთვის და აქვს შემაკავებელი ეფექტი:

"ნება მომეცით, გავიმეორო ჩვენი მყარი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ეს არის ის, რაც კვლავაც უცვლელია. რუსეთმა უნდა იტვირთოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება: უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს ბორდერიზაცია. ეს საშიშია და სრულიად მიუღებელი. ვფიქრობ, იმას, რასაც ვაკეთებთ საქართველოსთან ერთად, იმისათვის, რომ გავაძლიეროთ მისი უნარი დაიცვას თავისი საზღვრები და რომ გაიზარდოს თანამშრომლობა საზღვაო სივრცესთან დაკავშირებული ინფორმირებულობის საკითხზე, რაც ახსენა კიდეც საგარეო საქმეთა მინისტრმა, აქვს მნიშვნელოვანი შემაკავებელი ეფექტი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი რუსეთისთვის, რაც მისთვის სრულიად გასაგებია. არავითარი ბუნდოვანება ამ გზავნილს არ ახლავს. ვფიქრობ, ეს არის ერთგვარი რეაგირება, რაც საქართველომ უნდა განაგრძოს," - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები