18 ნოემბერი 2024,   10:01
ვრცლად
გვჭირდება ჩვენი სისტემების უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა და თანამშრომლობა - კელი დეგნანი კიბერთავდასხმაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე ისაუბრა. კელი დეგნანმა კიბერთავდასხმას ძალიან სერიოზული უწოდა და კიბერუსაფრთხოების დაცვაში ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას გაუსვა ხაზი:

"ეს იყო ძალიან სერიოზული კიბერთავდასხმა და ვფიქრობ, ჩვენ ყველანი ვებრძვით ამ ახალ საფრთხეს, რომელიც სხვადასხვა წყაროდან მოდის და არ არის ადვილი მისი გამოვლენა. დარწმუნებული უნდა იყო ფაქტებში, ვიდრე ასეთ ბრალდებას წამოაყენებ. დრო სჭირდება დარწმუნებით იმის თქმას, რა მოხდა. იყო შეთანხმება აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და არაერთ სხვა ქვეყანას შორის, რომლებიც გამოვიდნენ მას შემდეგ, რაც დაინახეს მტკიცებულება, რომ ეს ნამდვილად იყო რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმის ძალისხმევა. ჩვენ ყველანი ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი სისტემები. ძალიან ბევრი რამ დევს სასწორზე იმისთვის, რომ უარი ვთქვათ თანამშრომლობაზე, საუკეთესო გამოცდილებისა და გაკვეთილების გაზიარებაზე. ამას ამბობს სახელმწიფო მდივანი პომპეო და ეს არის, რის კეთებასაც აშშ გააგრძელებს საქართველოსა და სხვა ქვეყნებთან ერთად, რადგან ჩვენ გვჭირდება ჩვენი სისტემების უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვა და ეს არის განგრძობადი ძალისხმევა. ჩვენ დაგვჭირდება ამ საკითხზე თანამშრომლობა განჭვრეტად მომავალში,"- განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები