ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ვირუსის ფართოდ გავრცელების რისკის მატებასა და სისტემის ეფექტიანი მართვის აუცილებლობაზე საუბრობს.
ზურაბ ჭიაბერაშვილი უწყებას 3 რეკომენდაციას აძლევს და აცხადებს, რომ აუცილებელია, ჰოსპიტალური სექტორი იყოს მზად ნებისმიერი სცენარისთვის. მისი რჩევები კი ასეთია - ღონისძიებების გაძლიერება ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნისათვის, მეტი აქცენტი რისკჯგუფებზე და დიაგნოსტიკური სიმძლავრეების გაფართოება.
ჭიაბერაშვილის მიიჩნევს, რომ თუ საჭირო გახდა, კვლევები ლუგარის ლაბორატორიის გარდა, სხვა ლაბორატორიებმაც უნდა აწარმოონ.
"ძალიან მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის სამინისტრომ არ შექმნას ბიუროკრატიული ბარიერები იმ ლაბორატორიებისა და ცენტრებისთვის, რომლებსაც დღეს აქვთ ინფრაქსტრუქტურაც და პერსონალიც იმისთვის, რომ ლუგარის ლაბორატორიის ცენტრის გარეთაც ჩატარდეს მსგავსი დიაგნოსტიკური კვლევები," - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.