18 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
კარლ ჰარცელი დიალოგის შედეგით კმაყოფილია - "ძალიან მსიამოვნებს აღვნიშნო, რომ წარმატებული შედეგი გვაქვს"

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება "საქართველოს ყველა მოქალაქისთვის დიდი სიკეთეა".

"მას შემდეგ, რაც კითხვებს ვსვამდით მთელი ამ ხნის განმავლობაში, ძალიან მსიამოვნებს, აღვნიშნო, რომ წარმატებული შედეგი გვაქვს. ყველა მონაწილემ მიაღწია შეთანხმებას, რაც ასახულია ჩვენს განცხადებაში, რომელიც უკვე ჩვენს ვებსაიტზე დევს. ეს არის შესაძლებლობა იმის, რომ ყველას მივულოცო ის, რომ შეთანხმება, კომპრომისი არის მიღწეული. ეს არის დიდი სიკეთე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, საქართველოსთვის, რომ მოხდა დეპოლარიზაცია ამ სიტუაციის, მომავალი არჩევნების კონტექსტში,“ - აღნიშნავს ჰარცელი.

120/30-ზე, ერთპროცენტიანი ბარიერით და 40-იანი ჩამკეტით - შეთანხმება მიღწეულია. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება კონკრეტული შედეგით დასრულდა.

მხარეებმა დიპლომატების თანდასწრებით მემორანდუმი გააფორმეს. პარტიები აცხადებენ, რომ ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, ახლა მთავარი ინიციატივის იმპლემენტაციაა.

ლიდერების განცხადებით,  შეთანხმება არის კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით და ეს ეხება პოლიტპატიმრებს. კონკრეტული გადაწყვეტილებები მსჯავრდებულების თემაზე, მათი ინფორმაციით, მომავალ კვირას გახდება ცნობილი, საკონსტიტუციო ცვლილება კი უახლოეს დღეებში დარეგისტრირდება.

დღის ამბები