საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, შეთანხმება მიღწეულად არ ჩაითვლება, ვიდრე საბოლოოდ პარლამენტში კენჭისყრა არ შედგება.
გარდა ამისა ოპოზიციონერები ყურადღებას კვლავ პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტაზე ამახვილებენ.
პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილის სალომე სამადაშვილის თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილება და კონკრეტული ადამიანების გათავისუფლება მთავარი პირობაა.
"საარჩევნო სისტემის ცვლილება და კონკრეტული ადამიანების გათავისუფლება - ეს ორი პირობა გვაქვს. თუ ამ ორი პირობიდან, რომელიმე დაირღვევა, შეთანხმება არ შედგება. შეთანხმება ვერ ჩაითვლება შემდგარად სანამ პარლამენტში არ ჩატარდება კენჭისყრა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, როგორც ოპოზიცია ასევე უმრავლესობა და ოპოზიცია მხარს დაუჭერს ამ ცვლილებას,"- აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.