18 ნოემბერი 2024,   09:46
ვრცლად
"მნიშვნელოვანია, შინაარსობრივი მხარე და არა მხოლოდ ციფრებზე საუბარი​" - ლევან კობერიძე საარჩევნო სისტემაზე

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად წარდგენილი კანონპროექტის მხარდასაჭერად ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრებს შიდა კონსულტაციები სჭირდებათ. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის, ლევან კობერიძის თქმით, შეთანხმებაში არ არის გათვალისწინებული სავალდებულო საყოველთაო არჩევნების პუნქტი, რაც მათი ფრაქციისთვის ყოყმანის მიზეზია. 

"ჩვენ გვჭირდება ფრაქციის შიგნით დამატებითი კონსულტაციები, იმისათვის, რომ საბოლოო პოზიცია ჩამოვაყალიბოთ და ამ გადაწყვეტილების მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება, საარჩევნო სისტემის იმ დოკუმენტის ხელმოწერასთან დაკავშირებით. მოლაპარაკების პროცესში იყო დაყენებული სავალდებულო საყოველთაო არჩევნების შესახებ ეს პუნქტი არ არის გათვალისწინებული ამ შეთანხმებაში და სწორედ ამისთვის გვჭირდება დამატებითი კონსულტაციები. მნიშვნელოვანია, შინაარსობრივი და თვისებრივი მხარე და არა მხოლოდ ციფრებზე საუბარი,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.

შეგახსენებთ, რომ 8 მარტს აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის ოფისში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის შედეგად მხარეებს შორის მოლაპარაკება შედგა. პოლიტიკოსების თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 120/30 პროპორციით, რაც ნიშნავს, რომ პროპორციული სისტემით აირჩევა 120 დეპუტატი, 30 კი – მაჟორიტარული. ასევე, შეთანხმება ითვალისწინებს საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

დღის ამბები