09 სექტემბერი 2026,   23:17
ვრცლად
ქობულეთში ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ხანძარია

ხანძარია ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ე.წ. ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადის 30-მდე ჯგუფი.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია.

ძლიერი ქარის გამო მეხანძრეებს ხანძრის ლოკალიზება უჭირთ, თუმცა ამ ეტაპისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ახალი კერები არ ფიქსირდება.

დღის ამბები