18 ნოემბერი 2024,   10:02
ვრცლად
ღვინის ქურდები გვინახავს, მაგრამ ოლქის ქურდები თუ გამოჩნდებოდნენ ნამდვილად არ გვეგონა - რომან გოცირიძე

ოპოზიციის და უმრავლესობის შეთანხმება მალე კანონად უნდა იქცეს - საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი რამდენიმე საათში პარლამენტში დარეგისტრირდება.

დოკუმენტის ინიცირებისათვის 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. მოგვიანებით კი, საყოველთაო განხილვის ერთთვიანი პროცესი დაიწყება. მეათე მოწვევის პარლამენტში 120 პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება. მთავრობას ის პოლიტიკური ძალა დააკომპლექტებს, რომელსაც მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი მხარდაჭერა ექნება.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, მხარეებს შორის შეთანხმებას ძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ ორი კომპონენტი იქნება დაკმაყოფილებული.

"შეთანხმებას ჰქონდა ორი კომპონენტი: პოლიტპატიმრები და საარჩევნო სისტემა. შეთანხმება ძალაშია, თუ ორივე კომპონენტი ძალაში იქნება. თუ რომელიმე არ არის ძალაში, შეთანხმება აღარ არსებობს. მე არ მინდა პინგ-პონგის თამაში. ჩვენი ინტერესია, რომ ყველა ის საკითხი, რაც იყო დასმული, გადაწყდეს," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის თქმით კი, მმართველი პარტია ოლქების მოპარვას ცდილობს.

"ღვინის ქურდები გაგვიგონია და გვინახავს, მაგრამ ოლქის ქურდები თუ გამოჩნდებოდნენ, ნამდვილად არ გვეგონა. თბილისში უნდათ მოიპარონ ერთი ოლქი. უნდათ, რომ დიდი თბილისი გაყონ 7 ოლქად, ნაცვლად იმისა, რომ იყოს 8 ოლქი. ეს არის ჯერჯერობით, მათი შიდა მოსაზრება. საბოლოო ჯამში კი, რა თქმა უნდა, შევთანხმდებით პარტიები და ოლქებიც იქნება განაწილებული ისე, როგორც ეს არის უზენაესი საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნით და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით გათვალისწინებული," - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები