18 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას გერმანიის საგარეო უწყება ეხმაურება

საქართველოში საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შესახებ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება. მიღწეული შეთანხმება  უწყების განცხადებაში დემოკრატიული განვითარების პროცესში წინ გადადგმულ დადებით ნაბიჯადაა შეფასებული:

"მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოში პოლიტიკურმა ძალებმა კვირას, 8 მარტს მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც გზას უხსნის საზოგადოების ფართო წრისათვის მისაღებ საარჩევნო სისტემას 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის.  ამგვარად, საქართველომ კიდევ ერთი დადებით ნაბიჯი გადადგა წარმატებული დემოკრატიული განვითარების პროცესში.

შეთანხმება წარმოადგენს სამთვიანი მოლაპარაკებების შედეგს, რომლებსაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვუჭერდით მხარს. ის ფაქტი, რომ საბოლოოდ ყველა მხარემ გამოიჩინა დათმობებზე წასვლის მზადყოფნა, იმედის მომცემია.

საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები, რომლებზეც პარტიები შეთანხმდნენ, შეიტანენ მნიშვნელოვან წვლილს პოლიტიკური პლურალიზმის შემდგომი განვითარებისა და პოლიტიკურ სისტემაში სხვადასხვა იდეებისა და რწმენის წარმოდგენაში. მოუწოდებთ ყველა მხარეს, შეასრულონ კონსტრუქციული როლი შეთანხმებული ცვლილებების განხორციელებაში და გაითვალისწინონ ეუთოს/ ოდირის 2018 წლის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციები,"- აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები