რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ТАСС-თან ინტერვიუში საქართველოსთან ურთიერთობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლება უბრალოდ გვერდზე გახტა მოსკოვისგან. მისი თქმით, ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაციებაში რუსეთი დამნაშავე არაა.
"ჩვენ ამაში არაფერ შუაში ვართ. დაე, მადლობა მიხეილ ნიკოლოზის ძეს უთხრან,"- განაცხადა პუტინმა.
პუტინი არ დაეთანხმა წამყვანის რეპლიკას, რომ სააკაშვილი დიდი ხანია ამ პროცესებში აღარაა.
"როგორ არაა, მოედნებზე და სახურავზე დარბის მარტის კატასავით,"- აღნიშნა პუტინმა
პუტინის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისგან მას ჰქონდა პირობა, რომ "სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საკითხს ძალისმიერი მეთოდით არ მოაგვარებდა," თუმცა სააკაშვილმა მიცემული სიტყვა არ შეასრულა:
"ჩვენ მასთან ამაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ... "არა, არა, ამას არასდროს გავაკეთებ!" - და მიაწვა, მიაწვა - მიიღო!"- განაცხადა პუტინმა.