09 სექტემბერი 2026,   22:34
ვრცლად
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე დაკავებულებს 7-7 წლით პატიმრობა მიესაჯათ

სახელმწიფოსთვის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების მოტყუებით მიყენებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე დაკავებულ, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და ორგანიზებული ჯგუფის წევრები, დამნაშავედ ცნო.

"სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ორგანიზებულმა ჯგუფმა, 2018-2019 წლებში, სხვადასხვა სამეწარმეო სუბიექტის სახელით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე, შეიქმნეს და გამოიყენეს დამატებული ღირებულების გადასახადის უკანონო ჩათვლა, რითაც გადაუხდელი გადასახადის სახით 36 მილიონ ლარზე მეტი, დიდი ოდენობით ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 185-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით,  210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 7  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა," - აღნიშნა პროკურატურის განცხადებაში.

დღის ამბები