18 ნოემბერი 2024,   09:53
ვრცლად
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შეთანხმება ბოლომდე მივიდეს - იაგო ხვიჩია ოპოზიციასა და ხელისუფლების შეთანხმებაზე

"გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ამბობს, რომ შეთანხმება პოლიტიკოსებმა აუცილებლად უნდა მიიყვანონ ბოლომდე და ყველა მხარემ უნდა დაიცვას. 

"მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შეთანხმება ბოლომდე მივიდეს და ყველა მხარის მიერ იქნეს დაცული. ჩემი აზრით ჩვენ ეს გვჭირდება პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ვაჩვენოთ რომ ცივილური ქვეყანა ვართ. ჩვენ აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ეს შეთანხმება ბოლომდე, როგორც მის პირველ ნაწილში, ასევე მეორე შედარებით არაფორმალურ ნაწილში, რომელიც შეეხება ადამიანების ციხიდან გამოშვებას," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

როგორ გადანაწილდება მაჟორიტარული ოლქები, მხარეებს შორის, ჯერჯერობით, შეთანხმება ამ საკითხზე არ არსებობს. მანამდე, მიღწეულ შეთანხმებას უმრავლესობა ბიუროზე გაიტანს. რის შემდეგაც პარლამენტი საკითხზე მუშაობას დაიწყებს.

პროცესი ერთი თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს. მანამდე მხარეებს შორის დამატებითი კონსულტაციები გაიმართება.

დღის ამბები