18 ნოემბერი 2024,   10:02
ვრცლად
საქართველოს პარლამენტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი სტუმრობს

საქართველოს პარლამენტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი სტუმრობს.

სტრასბურგიდან ჩამოსული დელეგაციის წევრები,  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს, ირაკლი კობახიძეს ხვდებიან.

განხილვის თემაა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, საარჩევნო სისტემა და მართლმსაჯულების რეფორმა.

დღეს შეხვედრაა ჩანიშნული იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ანრი ოხანაშვილთანაც

თბილისში არ ჩამოსულა საქართველოზე ერთ-ერთი თანამომხსენებელი, კლოდ კერნი. საფრანგეთის სენატის წევრს ჯანდაცვის უწყებამ კორონავირუსის გამო ქვეყანაში დარჩენის რეკომენდაცია მისცა.

დღის ამბები