18 ნოემბერი 2024,   09:59
ვრცლად
ოლქების გადანაწილება, რომელზეც ახლა კონსულტაციები მიდის შედარებით უმტკივნეულოდ ჩაივლის - ბურჯანაძე

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა მოლაპარაკებების დროს შეთანხმებული ყველა პირობა უნდა შეასრულოს.

ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ ოლქების გადანაწილების პროცესი მშვიდად ჩაივლის.

"ოლქების გადანაწილება, რომელზეც ახლა კონსულტაციები მიდის შედარებით უმტკივნეულოდ ჩაივლის და პრინციპში არ ველოდები განსაკუთრებულ პრობლემებს. მით უფრო გაკეთდა დღეს სახელწიფო დეპარდამენტის მხრიდან განცხადება ამ პროცესის მხარდამჭერი. ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი იმისა, რომ ძალიან სერიოზული ყურადღების ქვეშ არის აღნიშნული მოლაპარაკებების პროცესი," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ოპოზიციის და უმრავლესობის შეთანხმება მალე კანონად უნდა იქცეს - საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი რამდენიმე საათში პარლამენტში დარეგისტრირდება.

დოკუმენტის ინიცირებისათვის 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. მოგვიანებით კი, საყოველთაო განხილვის ერთთვიანი პროცესი დაიწყება. მეათე მოწვევის პარლამენტში 120 პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება. მთავრობას ის პოლიტიკური ძალა დააკომპლექტებს, რომელსაც მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი მხარდაჭერა ექნება.

 

დღის ამბები