იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ნინო ქადაგიძემ საკუთარი ხედვა უნდა წარადგინოს, თუ როგორ წარმოუდგენია მას უზენაესი სასამართლოს განვითარება. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი და იურიდიული კომიტეტი მიიღებს - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი კანდიდატის შესახებ საუბრისას განაცხადა.
"რა გეგმები ექნება, რა ხედვებს და პოლიტიკას გაატარებს ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციიდან, ეს იქნება ჩვენი მთავარი ინტერესის საგანი, ვინაიდან როდესაც შევამოწმეთ, ჩავთვალეთ და მივიჩნიეთ, რომ მას აქვს კვალიფიკაცია და ის გამოცდილება, რომელიც საჭიროა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის.
ოპოზიციას აქვს დღის წესრიგი, რომელი დღის წესრიგითაც სამწუხაროდ ცდილობდნენ, ყველა საკითხში შეიყვანონ პოლიტიკა და საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ისაუბრონ," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.