18 ნოემბერი 2024,   09:53
ვრცლად
"ლელოს" ზუგდიდის ორგანიზაცია ანაკლიის საკითხზე განცხადებას აკეთებს

"ლელოს" ზუგდიდის ორგანიზაცია ანაკლიის საკითხზე განცხადებას აკეთებს. პორტის ტერიტორიიდან სოფლის მიმართულებით ქვიშის გავრცელების პრობლემაზე პარტია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და აცხადებს, რომ კონსორციუმმა ვერ მოასწრო ზღვიდან ამოტუმბული ქვიშის დაკონსერვება, რადგან მთავრობამ მათთან ხელშეკრულება გაწყვიტა.

ამავე პოზიციაზეა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმიც", რომლის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შესაბამისი სამუშაოები მარტში უნდა დაწყებულიყო, თუმცა, რადგან ხელშეკრულება გაწყვეტილია, სამუშაო ვერ შესრულდება.

ანაკლიაში პორტის ტერიტორიაზე 5 მილიონი კუბური მეტრი ქვიშაა ამოტუმბული, რომელიც ძლიერი ქარის დროს იფანტება, შედეგად ბინძურდება საცხოვრებელი სახლები და მიმდებარე ტერიტორია.

დღის ამბები