18 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
თბილისში 7-ის ნაცვლად 8 მაჟორიტარული ოლქი იქნება - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2020 წლის არჩევნებზე თბილისში 8 მაჟორიტარული ოლქი იქნება და არა 7, როგორც გუშინ, ოლქების საზღვრების დადგენისას სამუშაო ვერსიაში იყო აღნიშნული. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამის თაობაზე ოპოზიციასთან შეთანხმება დღეს დილით მოხდა. 

"ჩვენ მოვახერხეთ სხვა რეგიონებში რაოდენობის გადათამაშება და თბილისში იქნება 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. შესაბამისად, არის თბილისში 6 შედარებით მსხვილი ადმინისტრაციული ერთეული, შედარებით მცირე რაიონი არის 4 და მოხდება მათი დაწყვილება. ჯამში იქნება 8 საარჩევნო ოლქი თბილისში,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის და უმრავლესობის შეთანხმება მალე კანონად უნდა იქცეს - საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი რამდენიმე საათში პარლამენტში დარეგისტრირდება.

დოკუმენტის ინიცირებისათვის 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. მოგვიანებით კი, საყოველთაო განხილვის ერთთვიანი პროცესი დაიწყება. მეათე მოწვევის პარლამენტში 120 პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება.

მთავრობას ის პოლიტიკური ძალა დააკომპლექტებს, რომელსაც მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი მხარდაჭერა ექნება. 

დღის ამბები