18 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
30-ვე საარჩევნო ოლქი უნდა იყოს განხილული და შეთანხმება მთლიან პაკეტში უნდა მოხდეს - ლევან ბეჟაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება თბილისის საარჩევნო ოლქებად დაყოფასთან დაკავშირებით შეთანხმდა, ჯერჯერობით უცნობია შედგება თუ არა საბოლოო კონსესუსი საკითხთან დაკავშირებით.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, კონსესუსი მიღწეულად მაშინ ჩაითვლება, როდესაც 30-ვე ოლქი განიხილება და შეთანხმება შედგება.

"როდესაც მაჟორიტარულ ოლქებზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, ცალკე თბილისის მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმება ვერ მოხერხდება. მთელი, 30-ვე საარჩევნო ოლქი უნდა იყოს განხილული და შეთანხმება სწორედ მთლიან პაკეტში უნდა მოხდეს. მთავარი უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომელიც ცალსახად განსაზღვრავს, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა ერთიანი ნორმის ფარგლებში უნდა იყოს და, ასევე, გეოგრაფიული პრინციპიც დაცული უნდა იყოს," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" წევრი აკაკი ბობოხიძე თბილისის საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას განსაკუთრებით უსვამს ხაზს. 

"დღეს შედგა შეხვედრა "ქართულ ოცნებასთან", რომელსაც წარმოადგენდა ბატონი კობახიძე. პრაქტიკულად, შევთანხმდით აბსოლუტურად ყველა რეგიონზე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო შეთანხმება თბილისთან დაკავშირებით, რომ თბილისში იქნება 8 საარჩევნო ოლქი," - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

დღის ამბები