18 ნოემბერი 2024,   09:53
ვრცლად
არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ არჩევნები არ წარმოადგენს ჩვენი ოპონენტების ინტერესს - გიორგი ვოლსკი 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების პერსპექტივა არ გააჩნია. გიორგი ვოლსკის თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ არჩევნები ოპოზიციის ინტერესს არ წარმოადგენს. 

"იმას რასაც ბოლო თვეებია ვამბობთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. დიდი კითხვის ნიშანი არსებობს და საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ არჩევნები არ წარმოადგენს ჩვენი ოპონენტების ინტერესს. რასაკვირველია, ამ ვითარებაში გამარჯვების პერსპექტივა არ გააჩნიათ და თუკი ეს ბოიკოტი გაგრძელდება, კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი იქნება ჩემთვის, განვაცხადო, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც არ მიდის დემოკრატიული გზით," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით კი არ არის მართებული  სასამართლო ან საგამოძიებო პროცესი არჩევნებს დავუკავშიროთ.

"არ შეიძლება არჩევნებს დავუკავშიროთ სასამართლო ან საგამოძიებო პროცესი. მაშინ გამოდის, რომ არჩევნებს მიახლოებული უნდა შევაჩეროთ სამართალი, პროკურატურა გავუშვათ შვებულებაში, ასევე ადვოკატებს არ ექნებათ საქმე. მე ვფიქრობ, ეს სამართლებრივი ქვეყნისთვის მიუღებელია და ვერც პოლიტიკა ვერ გახდება თავშესაფარი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ჩაიდინეს დანაშაული, მათ რა თქმა უნდა გვარი, სახელი და პოლიტიკური მრწამსი ვერ იხსნის პასუხისმგებლობისგან," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები