18 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ეკონომიკაზე კორონავირუსის ნეგატიურ გავლენაზე საუბრობენ და უმუშევრობას მატებას პროგნოზირებენ

კორონავირუსის საფრთხის გამო ქვეყნებს შორის შეწყვეტილმა მიმოსვლამ მთავარი დარტყმა ტურისტულ სექტორს მიაყენა, ან სფეროს წარმომადგენლები მოსალოდნელ ზარალზე საუბრობენ და ხელისუფლებისგან შეღავათების დაწესებას ელიან.

"ფულს ხარჯავ და ამ დროს გიუქმდება აბსოლუტურად ყველაფერი, 90%-იან გაუქმებაზე გვაქვს ლაპარაკი და რჩები ერთი აზრის ამარა, რომ ეს ადამიანები, რომლებიც შენთან მუშაობენ, რა უნდა უყო ამ ადამიანებს. ამ ეტაპისთვის უკვე 10-ზე მეტი სასტუმროა დროებით დახურული, ძალიან ბევრი სასტუმრო ელოდება გადაწყვეტილებას, რა სამოქმედო გეგმას შემოგთავაზებს მთავრობა, ბანკები რას გვეტყვიან და ამის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას - ხვალ რა გააკეთონ და ზეგ.  ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის გადავადების თემა," - აცხადებს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ფიქრობს, რომ კორონავირუსი ნეგატიური ეფექტი გაცილებით ძლიერი იქნება ეკონომიკაზე, ვიდრე ჯანმრთელობაზე. ვეფხვაძე უმუშევრობის ზრდას პროგნოზირებს:

"კორონავირუსი არის საფრთხე ჯანმრთელობის კუთხით, მაგრამ როგორც ჩანს ჩვენ ამ მიმართულებით გაცილებით ნაკლები ნეგატიური ეფექტი გვექნება, ვიდრე ეკონომიკაზე რაც შეიძლება ქონდეს.  პირველ რიგში ვიზიტორების რაოდენობა, რომელსაც ჩვენ ვგეგმავდით, 9-10 მილიონს, მაღალი ალბათობით წელს ამის გამეორება გაგვიჭირდება. პრობლემა ის არის, რომ ეს ზრდის ეკონომიკაზე წნეხს, იმიტომ რომ თუკი სასტუმროებმა არ გააჩინეს შიდა მოთხოვნა სხვადასხვა ინდუსტრიებიდან, ამ ინდუსტრიებშიც გამოიწვევს პრობლემას. ერთი ადამიანი რომელსაც სასტუმრო ასაქმებს, ეს ადამიანი ქმნის დამატებით 2 სამუშაო ადგილს სხვა ინდუსტრიებში საშუალოდ და შესაბამისად მივიღებთ მარტო ერთ უმუშევარს კი არა, 3 უმუშევარს. ეს პრობლემაა და სტიმულირების გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ამ მომიჯნავე სექტორებსაც,"- აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

დღის ამბები