18 ნოემბერი 2024,   09:56
ვრცლად
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ადგილსამყოფელ ქვეყნებში მოქმედ წესებს მკაცრად უნდა დაექვემდებარონ - საგარეო უწყება

საგარეო საქმეთა სამინისტროში უწყების მინისტრის მოადგილეების, საქართველოს პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის და სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტიპის გავრცელების გამო შექმნილი ვითარება განიხილეს და ამ კუთხით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მდგომარეობის საკითხზე იმსჯელეს.  

შეხვედრის მონაწილეებმა სახელმწიფოს მხრიდან შესაძლო შემდგომი ნაბიჯების შესახებ  მოსაზრებები გაცვალეს. 

აღინიშნა, რომ პრიორიტეტულია დიასპორასთან მუდმივი კომუნიკაცია და ამ კუთხით, ხაზი გაუსვეს საქართველოს მისიების მიერ საგანგებო რეჟიმში მუშაობას და მათი მხრიდან საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კომუნიკაციას და შესაბამის დახმარებას. 

როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა გაითვალისწინონ და დაექვემდებარონ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ნორმებს და შეზღუდვებს და მკაცრად დაიცვან ქვეყნის შიგნით მოქმედი წესები. 

დღის ამბები