18 ნოემბერი 2024,   09:58
ვრცლად
საქართველოს 2020 წლის თავისუფლების ინდექსი გაუარესდა - Freedom House-ი შეფასებას აქვეყნებს

Freedom House საქართველოს 2020 წლის თავისუფლების ინდექსთან დაკავშირებით დეტალურ შეფასებას აქვეყნებს. დოკუმენტში 2019 წელს საქართველოში მიმდინარე მოვლენებია ასახული, სადაც ყურადღება 20 ივნისის მოვლენებზეა გამახვილებული, ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ ძალას გადაამეტა.

პუბლიკაციაში ნახსენებია, მამუკა ბახტაძის მიერ პრემიერმინისტრის პოსტის დატოვება და მის ადგილზე გიორგი გახარიას დანიშვნა, პარლამენტის მიერ საარჩევნო რეფორმის ჩაგდება და მედიაგარემოში მიმდინარე ცვლილებები.

საქართველოს თავისუფლების ინდექსი გასულ წელთან შედარებით 2 ქულით გაუარესდა. სახელმწიფო "ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების" კატეგორიაშია და 100-დან 61 ქულა აქვს მინიჭებული.

დღის ამბები