პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმაურება. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, როგორც მოსალოდნელი იყო, ანგარიში კრიტიკულია, რაც განპირობებულია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით.
ყურადღება გამახვილდა ანგარიშის იმ ნაწილზე, რომელიც დემოკრატიის ფუნქციონირებისათვის ორ კრიტიკულად აუცილებელ ინსტიტუტს შეეხება - მართლმსაჯულებას და მედიას.
"ქართული ოცნების მიერ გატარებული ოთხი ტალღა სასამართლო რეფორმის და ორი ტალღა პროკურატურის რეფორმის შედეგად ვერ და მივიღეთ დამოუკიდებელი სასამართლო, მივიღეთ მხოლოდ სასამართლო სისტემა, რომელიც დაკავებულია მხოლოდ ხელისუფლების ოპონენტების დევნით და განეიტრალებით მაშინ როდესაც ათობით და ასობით საქართველოს მოქალაქის საქმე, რომლებიც წლებია ელოდებიან მართლმსაჯულების აღსრულებას, არის თაროზე შემოდებული," - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.