18 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
მთავრობის გადაწყვეტილებით კომპანიებისთვის დასაბრუნებელი დღგ-ს რაოდენობა გაორმაგდება

საქართველოს პრემიერ- მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, იმისთვის რომ საქართველოს ეკონომიკაზე კორონავირუსით გამოწვეული ზეწოლა შემსუბუქდეს, მთავრობის გადაწყვეტილებით, გაორმაგდება დასაბრუნებელი დღგ-ს რაოდენობა:

"სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, დაგეგმილი დასაბრუნებელი 600 მილიონი დღგ-ს ნაცვლად, ეს თანხა გაორმაგდება და ჩვენს ეკონომიკას და კომპანიებს დაუბრუნდებათ დამატებით 600 მილიონი, რაც ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკას დაუბრუნებს 1.2 მილიარდ ფინანსურ რესურს დღგ-ს საშუალებით,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც მთავრობა ეკონომიკის დასახმარებლად გეგმავს.

დღის ამბები