საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იმისთვის, რომ სასტუმროების ბიზნესზე კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ზეწოლა შემსუბუქდეს, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და სასტუმროებისთვის 6 თვის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთს მოემსახურება სახელმწიფო:
"ამასთან ერთად, სასტუმრო ბიზნესისთვის სასესხო მომსახურების კომპონენტის საპროცენტო განაკვეთის დაფინანსება, რომელიც კარგად გვქონდა აპრობირებული აქამდე, მაგრამ გავზარდეთ სასტუმროების ზომა, 4 ნომრიდან 50 ნომრამდე. სასტუმროებისთვის 6 თვის განმავლობაში, საპროცენტო განაკვეთს მოემსახურება სახელმწიფო, ეს შეეხება 2000 სასტუმროს,"- განაცხადა გახარიამ.