18 ნოემბერი 2024,   09:46
ვრცლად
კორონავირუსის გამო დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვის წესი იცვლება

კორონავირუსის გამო დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვის წესი იცვლება. ამ დროისათვის პარლამენტი რამდენიმე ალტერნატიულ ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის ვიდეო-კონფერენციებია. წინასწარ არის ცნობილი, რომ განხილვაში "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" არ მიიღებს მონაწილეობას.

"შესაძლებელია არსებობდეს ვერსია, რომელიც ითვალისწინებს ამ ცვლილებების გამოქვეყნებას ვებ-გვერდზე, ასევე შესაძლებელია განვიხილოთ დისტანციურად, ვიდეო-კონფერენციით გაცნობა. თუმცა მთავარია ჩვენი რეგლამენტის პირობები დავიცვათ. ამ ეტაპზე სხვადასხვა ვერსია მუშავდება," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა

დღის ამბები