მოძრაობა "შეცვალემ" კორნავირუსის ინფექციისგან პრევენციისთვის კამპანია "+1" წამოიწყო. მოხალისეები მზადყოფნას გამოთქვამენ დაეხმარონ სახელმწიფოსა და მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში.
შექმნილია "ფეისბუკ" გვერდიც, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეუერთდეს ინიციატივას და ჩაერთოს დაგეგმილ ღონისძიებებში.
"ჩვენ გვინდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახმარებით, ვიყოთ შუამავალი რგოლი საზოგადოების, ხელისუფლებასა და კერძო ბიზნესს შორის. მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერ იმ საქმეში, რაც სახელმწიფოს დასჭირდება. ერთობით ყველა პრობლემას დავძლევთ" - განაცხადა მოძრაობა "შეცვალეს" წევრმა, ნიკა ნოზაძემ.