18 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
კახა კუჭავა ევროპარლამენტარებს მოუწოდებს საქართველოში ჩამოვიდნენ და გიგი უგულავას საქმეში ადგილზე გაერკვნენ

ევროპარლამენტარების მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის გამოგზავნილ წერილს, სადაც ევროპელი დეპუტატები გიგი უგულავას გათავისუფლებას მოითხოვენ, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტს ელოდება, რათა ისინი დარწმუნდნენ რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან და არც გიგი უგულავაა ამ სტატუსის მატარებელი:

"მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებდი მათ, რომ თუ ესეთი ინტერესი აქვთ და ეს ინტერესი არ ცხრება, ის შეთავაზება, რომელიც მათ მიიღეს და გამოთქვეს სურვილი, რომ გვწვეოდნენ, რაც შეიძლება მალე განახორციელონ, რომ საბოლოოდ მოეფინოს ნათელი, მათი მხრიდან როგორი პოზიცია აქვთ,"- აცხადებს კახა კუჭავა.

კუჭავას თქმით, პრეზიდენტმა უგულავას შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს და პოლიტიკოსების მხრიდან რაიმე განცხადება მის საქმეში ჩარევა იქნება:

"პირადად მე ვთვლი, რომ ჩვენი, პოლიტიკოსების მხრიდან ნებისმიერი სახის განცხადება პირდაპირი იქნება თუ ირიბი  იქნება არასწორი, რადგან გამოვა ჩარევა, ამიტომ მოდით მივცეთ საშუალება გაერკვეს საქმეში და თვითონ გადაწყვიტოს, შეიწყალებს თუ არა გიგი უგულავას," - აღნიშნა კახა კუჭავამ.

დღის ამბები