18 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
პრემიერის განცხადებით, ქვეყანაში სასურსათო პროდუქტების დეფიციტის შექმნის საფრთხე არ არსებობს

სასურსათო ბაზარზე შექმნილი გარკვეული პანიკის შესახებ დღეს ინფორმაცია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოზე მოისმინეს.

მთავრობის წევრების განცხადებით პანიკას საფუძველი არ აქვს. როგორც საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია მოქალაქეებს მიეწოდოს სწორი ინფორმაცია, რომ ქვეყანაში სასურსათო პროდუქტების დეფიციტის შექმნის საფრთხე არ არსებობს, ასევე შეუფერხებლად ხორციელდება სატვირთო გადაზიდვები, რაც სასურსათო დეფიციტის შექმნას გამორიცხავს.

სწორედ ამ მიზნით გიორგი გახარია დღეს თავად გამართავს მორიგ შეხვედრას სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებთან. რის შემდეგაც გაკეთდება მინისტრებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა ერთობლივი განცხადებები საზოგადოებისთვის.

დღის ამბები