18 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
კორონავირუსმა საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვის წესი შეცვალა - რა ვერსიებზე მუშაობს საკანონდებლო ორგანო

კორონავირუსმა პარლამენტის დღის წესრიგი შეცვალა. საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საყოველთაო სახალხო განხილვა სტანდარტულ ფორმატში ვეღარ გაიმართება. საკანონდებლო ორგანო ალტერნატიულ ვერსიებზე მუშაობს. ამ ეტაპზე ორი ვარიანტი განიხილება: საყოველთაო განხილვა შესაძლოა ფოკუს-ჯგუფებთან ვიდეო კონფერენციების საშუალებით განხორციელდეს ან დოკუმენტი გამოქვეყნდეს და მოქალაქეებმა შენიშვნები და მოსაზრებები საკანონდებლო ორგანოს ონლაინ რეჟიმში გაუგზავნონ.

უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი სახალხო განხილვების არც ერთ ფორმატში არ მიიღებს მონაწილეობას. "ევროპულ საქართველოსა" და "ნაციონალურ მოძრაობაში" განმარტავენ, რომ პროცესში მათი მონაწილეობის აუცილებლობას ვერ ხედავენ.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო საჯარო განხილვაში მონაწილეობის მიღებას აპირებს არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი.

რეგლამენტის მიხედვით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში განხილვები უნდა გაიმართოს, მიზანი მოქალაქეებისათვის ცვლილებების შინაარსის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა. პროცესის დასრულებისთანავე მსჯელობა საკანონდებლო ორგანოში გადაინაცვლეს, დეპუტატებმა კანონპროექტზე მუშაობა და კენჭისყრა აგვისტომდე უნდა მოასწრონ, ესაა ბოლო ვადა რა დროსაც კონსტიტუციის შეცვლაა შესაძლებელი.

საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად პარლამნეტში 113 დეპუტატის ხმაა საჭირო. შესაბამისად კენჭისყრისას მხარდაჭერა ოპოზიციამ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც უნდა გამოხატონ. 

დღის ამბები