18 ნოემბერი 2024,   10:02
ვრცლად
ამოქმედდეს ცხელი ხაზი ბენეფიციარებისთვის - ნათელაშვილი ხელისუფლებას მიმართავს

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ფონზე, ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის ცხელი ხაზის ამოქმედებას ითხოვს.

შალვა ნათელაშვილმა დღეს სოციალურად დაუცველი ქალი მოინახულა და მას საკვები, სადეზინფექციო საშუალებები და სხვა საჭირო ნივთები გადასცა.

"ამოქმედდეს ცხელი ხაზი ბენეფიციარებისთვის, მიეწოდოთ ბინაზე საკვები, მედიკამენტები და სადეზინფექციო საშუალებები" - მიმართავს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას.

 

დღის ამბები