საქართველოს მოქალაქის დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა საბერძნეთში. კორონავირუსი შუახნის ქალს დაუდგინდა.
ის 15 დღიან კარანტინში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მისი მდგომარეობა სტაბილურია. საბერძნეთში ეს უკვე მეორე შემთხვევაა.
55 წლის კიდევ ერთი დაინფიცირებული ქალი, რომელსაც ვირუსი მანამდე დაუდგინდა, კლინიკაში მკურნალობს.
ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის თანამშრომელი კონსტანტინე შენგელია აცხადებს, რომ კარანტინში გადაყვანილი 2 ქართველი ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია.
"ორ ქართველ ქალბატონს დაუდგინდა კორონავირუსი. მათი მდგომარეობა სტაბილურია და გადაყვანილები არიან 15 დღიან კარანტინში. ხალხში პანიკა ნამდვილად არის და უამრავი ჩვენი მოქალაქე სამსახურებიდან დაითხოვეს, მიუხედავად ამისა, უკან დაბრუნების სურვილი არავის აქვს,"- განაცხადა კონსტანტინე შენგელიამ.