18 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხდეს სტაციონარებისა და საკარანტინო ზონების გამოყოფა - "ლელო" ხელისუფლებას მიმართავს

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ითხოვს ხელისუფლებამ დაუყონებლივ შეიმუშავოს საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მხარდასაჭერად. მოთხოვნების ჩამონათვალია, რომ აღნიშნულ რეგიონებში გატარდეს კომპლექსური ღონისძიებები დაავადების პრევენციისთვის.

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტის ლანა გალდავას თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სტაციონარებისა და საკარანტინო ზონები გამოიყოს.

"საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშავოს საკომუნიკაციო სტრატეგია, სამოქმედო გეგმა საქართველოს ნაწილის, აფხაზების და ოსების, ჩვენი თანამოქალაქეების მხარდასაჭერად, ასევე საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხდეს სტაციონარების გამოყოფა, მოხდეს საკარანტინო ზონების გამოყოფა, სადაც საჭიროების შემთხვევებში განთავსდებიან რისკ ჯგუფები," - აცხადებს ლანა გალდავა.

დღის ამბები