18 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
ახალი პატიმრების მიმღებ ციხეებში მედპერსონალი შენობის გარეთ განთავსდა, სადაც ახალი პატიმრებს შეამოწმებენ - თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით სამ მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებებში მედპუნქტები ციხეების შენობის გარეთ განთავსდა. 

თეა წულუკიანმა ასევე განაცხადა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სისტემატიურად ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და ასევე, ძალიან მკაცრად გაკონტროლდებიან მედპერსონალი და სხვა თანამშრომლებიც.

"ბოლო შაბათ-კვირისა და ბოლო დღეების განმავლობაში გაიშალა ფართომასშტაბიანი მუშაობა პენიტენციური სისტემის ფარგლებში და ჩვენს სამ მიმღებ დაწესებულებაში, ეს არის ქალთა დაწესებულება, გლდანის N8 დაწესებულება და ქუთაისის N2 დაწესებულება, რომლებიც ე.წ. მიმღები ციხეებია, ანუ არის დაწესებულებები, რომლებიც იღებენ ახალ შემოსასახლებელ პატიმრებს, ახალ დაკავებულებს, მედპერსონალი გავიყვანეთ ციხეების პერიმეტრის გარეთ და ამ ახალი პატიმრების შემოწმება ხდება ციხის შენობის გარეთ.

დროებით მედპუნქტები არის განთავსებული ციხეების შენობების გარეთ და ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში ახალი პატიმარი არ შედის და არ დაიშვება პენიტენციურ დაწესებულებაში იმისთვის, რომ იქ მყოფის მსჯავრდებულებისა და ბრალდებულების შესაძლო ინფიცირება ავიცილოთ თავიდან.

დღემდე ამგვარი საეჭვო სიმპტომების ახალი დაკავებული პირი იყო 9, აქედან ყველა იქნა გარიდებული ციხის ტერიტორიას და მოთავსებული სამოქალაქო კლინიკებში. ყველაზე საეჭვო პიროვნებას უკვე ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტი და ეს ტესტი აღმოჩნდა უარყოფითი. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით ქართულ საპატიმროებში არც ერთი საეჭვო შემთხვევა არც პატიმრებში და არც ჩვენს თანამშრომლებში და პერსონალში დაფიქსირებული არ არის.

გუშინ ასევე, ქალთა დაწესებულებაში, მათ შორის საცხოვრებელ სივრცეებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და თითოეულ დაწესებულებაში ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ამ პროცესს სისტემატურად.

ასევე, პატიმრებმა მინდა იცოდნენ, რომ ჩვენი მხრიდან ძალიან მკაცრად კონტროლდებიან თანამშრომლებიც, რადგან თანამშრომლები და პირველ რიგში მედპერსონალი გახლავან ისინი, ვინც შეიძლება შეიტანოს და იმპორტი გააკეთოს ამ ვირუსის საპატიმროებში," – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები