საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის სახალხო განხილვები, სავარაუდოდ, დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი ხვალ მიიღებს.
რა ფორმით წარიმართება განხილვები, ამას კომისია დაადგენს. კომისიის შექმნას შესაბამისი პროცედურა ითხოვს იმისათვის, რომ საყოველთაო განხილვები შედგეს. კომისია ხვალ, ბიუროს სხდომაზე დაკომპლექტდება.
დღეს კი, ბიუროს სხდომაზე დაჩქარებული წესით განიხილეს რეგლამენტში ცვლილებები, რომელიც კორონავირუსის საფრთხის გამო საკანონმდებლო ორგანოს დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას უზრუნველყოფს.
ჯერჯერობით, უმრავლესობა დისტანციურ რეჟიმში გადასვლის აუცილებლობას ვერ ხედავს, თუმცა იმისათვის, რომ სამომავლოდ რაიმე შეფერხება არ შეიქმნას, ინციატივას კენჭი უყარეს.