საქართველოს პარლამენტის შენობაში დეზინფექცია ჩატარდა.
სასესიო კვირის დაწყებამდე, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პარლამენტში, მათ შორის სხდომათა დარბაზში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სპეციალური ხსნარით დამუშავდა დარბაზები, დერეფნები და სამუშაო ოთახები.