13 მაისი 2024,   16:31
ვრცლად
ურეკში ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 7

ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ურეკში ავტოსაგზაო შემთხვევას. ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავდა 7 ადამიანი, მათგან 4 მცირეწლოვანია.

ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები