18 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
დეპუტატებმა კენჭისყრის შემდეგ, ექთნებს და ექიმებს მადლობა ტაშით გადაუხადეს

კორონავირუსი იყო დღეს მთავარი თემა პარლამენტში კენჭისყრაზე.  დეპუტატებმა კენჭისყრის შემდეგ, ექთნებს და ექიმებს მადლობა ტაშით გადაუხადეს. 

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ბექა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მუნიციპალური საავადმყოფოების შექმნაზე.

"ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მეტად გაზრდილ კრიზის მეტად ვერ უპასუხებს, რადგან არის კერძო. დღეს ის ადამიანები ვინც 24- საათი მუშაობენ მათი ხელფასი არის 350 ლარი. დღესვე უნდა დაიწყოს სახელმწიფომ ზრუნვა, რომ მუნიციპალური საავადმყოფოები შეიქმნას,"- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ექთნების და ექიმების მდგომარეობა დასაფიქრებელია.

"ამ ადამიანების ხელფასი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამ ადამიანებს განსაკუთრებული მადლობა სჭირდება და დასაფიქრებელია მათი მდგომარეობა,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაში აღნიშნავს, რომ საჰაერო სივრცეების დაკეტვა მისასალმებელია.

"მისასალმებელია, რომ საჰაერო სივრცე დაიკეტა. თუ მთავრობა მიიღებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილებას, ჩვენი ფრაქცია მზად იქნება გაიზიაროს აღნიშნული პოზიცია,"- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულია აცხადებს, რომ ეკონომიკა არის წნეხის ქვეშ.

"ყველა ის ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ეკონომიკას არის გარკვეული წნეხის ქვეშ. საქართველოში ყოველთვის ყველა იმახსოვრებს იმ ადამიანს, რომელიც საერთო გამოწვევებზე საკუთარი კეთილდღეობის აგებას ცდილობს და ნურავინ ნუ ჩაეწერებით ამ სიაში ჩემი თხოვნა იქნება ეს, ყველას მივმართავ ყოველგვარი მინიშნების გარეშე ვინც ახლა ცდილობთ, რომ მხოლოდ საკუთარი შემოსავლები დააყენოთ პირველ ადგილზე," - განაცხადა რომან კაკულიამ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მდგომარეობა იყოს პოზიტიურად მართვადი.

"მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პროცესი იყოს პოზიტიურად მართვადი, მაგრამ ხელისუფლებას სჭირდება საზოგადოების ადეკვატური დამოკიდებულება. ხელისუფლება იღებს ვალდებულებას, მაგრამ ყველას თავისი სავალდებულო ლოკაცია და ამ ვალდებულების სრულად შესრულება ევალება," - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

დღის ამბები