18 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
ბულგარეთ-თურქეთის საზღვართან დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში გამოემგზავრებიან - საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბულგარეთ-თურქეთის საზღვართან დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში გამოემგზავრებიან.

"საქართველოს 80-მდე მოქალაქე, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად ბულგარეთიდან თურქეთის გავლით საქართველოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური ჩართულობით სამშობლოში დაბრუნებას შეძლებს.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეები  სპეციალური ავტობუსებით გამოემგზავრებიან.

აღნიშნულმა მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბულგარეთში საქართველოს სელჩოს ცხელ ხაზს მიმართეს," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები