18 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
მოვითხოვ მიმდინარე წელს, სტუდენტებს გადასახადი მოეხსნათ - შალვა ნათელაშვილი მთავრობას მიმართავს

კორონავირუსის საფრთხე, ქვეყანაში შექმნილი ვითარება და უმაღლესი სასწავლებლების გადაწყვეტილება  - "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი მთავრობას მიმართავს. 

პარტიის ლიდერი მოუწოდებს მთავრობას, მოიფიქროს და დაგეგმოს ღონისძიებები, იმისათვის, რომ მიმდინარე წელს, სტუდენტებს გადასახადი მოეხსნათ.

"მოვითხოვ საქართველოს მთავრობისაგან, სასწრაფოდ მიიღონ გადაწყვეტილება და ყველა სტუდენტი მიმდინარე წელს, საერთოდ გათავისუფლდეს სწავლის გადასახადისაგან," - განაცხადა საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა. 

დღის ამბები