საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 18 მარტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.0 პროცენტს შეადგენს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი საქართველოს ხელისუფლების გადამწყვეტ ქმედებებს კორონავირუსის ეფექტის მონიტორინგის, შეკავებისა და განეიტრალების მიმართულებით მიესალმება.
"მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების დროულ და გადამწყვეტ ქმედებებს კორონავირუსის ეფექტის მონიტორინგის, შეკავებისა და განეიტრალების მიმართულებით. პირველი რიგის პრიორიტეტი ფისკალური რეაგირების კონტექსტში არის წინა ხაზზე ჯანდაცვის ხარჯების უზრუნველყოფა, დაავადებულებზე ზრუნვა და ვირუსის გავრცელების შენელება.
ქართულ მხარეს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების ძლიერი გამოცდილება გააჩნია, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა უცხოური რეზერვებისა და ფისკალური რეზერვების შექმნა. მათი გამოყენება შეიძლება პოლიტიკური რეაგირების ნაწილი გახდეს კორონავირუსის ეკონომიკურ ეფექტსა და გავლენასთან გასამკლავებლად," - აცხადებს სელიმ ჩაკირი.