"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას მიმართავს ჩარტერული რეისები დანიშნოს და საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში უსაფრთხოდ დააბრუნოს.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, პარტიას უკავშირდება ათობით ქართველი, რომელიც უცხო ქვეყნებში არიან ჩარჩენილები და დახმარებას ითხოვენ.
"საქართველოს მოქალაქეები არიან ჩარჩენილი ევროპის სხვადასხვა ქალაქში. მათ არა აქვთ საშუალება არა თუ კომერციული რეისი დაბრუნდეს სამშობლოში, არამედ რამე შეღავათიანი ბილეთი იყიდონ თუ ამის საშუალება მიეცემათ.
ამიტომ, გინდათ თხოვნა დაარქვით, გინდათ რჩევა დაარქვით, მაგრამ მინდა მივმართო ხელისუფლებას, სასწრაფოდ საჭირო არის საქართველოს ავიახაზების მეშვეობით ჩარტერების დაგეგმვა იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეები ჩამოვიყვანოთ უკან. იმ შემთხვევაში თუ ისინი დაავადდებიან, დაინფიცირდებიან, მათი მიმხედავი კაციშვილი არ არის," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.