18 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
9 ძირითად საკვებ პროდუქტზე ფასების შეკავების მექანიზმი ამოქმედდება - ირაკლი ჩიქოვანი

9 ძირითად საკვებ პროდუქტზე ფასების შეკავების მექანიზმი ამოქმედდება და მათზე ფასების ზრდა არ იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება საკვები პროდუქტების მარაგს, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ქვეყანაში საკვები მარაგი საკმარისზე მეტია და ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ არსებობს.

"მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოახსენეს ინფორმაცია თუ რა ვითარებაა საკვებ მარაგებთან ვითარებაში. როგორც აქამდე, ქვეყანაში საკმარისზე მეტია საკვები მარაგები და ამ თვალსაზრისით პრობლემა არ არსებობს.

გუშინ როგორც მოგეხსენებათ, იყო მიღებული გადაწყვეტილება, სადაც 7 ძირითად პროდუქტზე დაევალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბიზნესთან ერთად რა თქმა უნდა კონსულტაციებით, ჩვენ შეგვექმნა მექანიზმი ფასების შეკავების. ეს მექანიზმი უკვე პრაქტიკულად არის შეთანხმებული როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე ბიზნეს სექტორთან და ჩვენ ვსაუბრობთ არა 7 პროდუქტზე, არამედ უკვე 9 პროდუქტზე, რაც არის მნიშვნელოვანი და რაც არის იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ მშვიდად, რომ ამ თვალსაზრისით ფასების ზრდა არ იქნება," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები