დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ხელისუფლებას ვადით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ურჩევს იმისთვის, რომ პროცესები მართული იყოს და ხელი არ შეეწყოს ქვეყანაში პანიკის გავრცელებას.
"იმისთვის, რომ ხელისუფლებამ პროცესები მართოს, მართოს საინფორმაციო სივრცეც რაღაც თვალსაზრისით, რომ ხელი არ შეეწყოს კიდევ უფრო მეტად პანიკის, ნიჰილიზმის და სხვა გარემოებების გამოწვევას, ვიფიქროთ ვადიანად, 2-3კვირა იქნება თუ ერთი თვე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ქვეყანაში. ამით ვფიქრობ პირველ რიგში ჩავაცხრობთ პანიკას," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.