უმრავლესობის დეპუტატის, ლადო კახაძის თქმით, საგანგებო სიტუაცია ადამიანების იძულებით იზოლაციასაც გულისხმობს, რაც იმის საფრთხეს შეიცავს, რომ ზოგიერთი პირის იზოლაცია პოლიტიკურ დევნად შეიძლება იქნას აღქმული.
"ამის მცდელობა ხომ არ არის სხვისგან, რომ ჩვენგან სამართლიანად მიღებული, ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილების დროს ვიღაცამ თავის სასარგებლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სცენარში არ მოიაზროს. ვიღაცამ დაარღვია, შეიძლება პროვოკატორია, მოხდა მისი იზოლირება და უცბად მთელი პოლიტიკური სპექტრი გამოენთება, აი პოლიტიკური დევნაა და კაცის იზოლირება მოახდინესო," - განაცხადა ლადო კახაძემ.