18 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
"ევროპული საქართველო" ოჯახებისთვის 120 ლარიანი კომუნალური ვაუჩერის დარიგების ინიციატივით გამოდის

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ყველა ოჯახს 120 ლარიანი კომუნალური ვაუჩერი გადაეცემა.

დავით ბაქრაძის თქმით, აუცილებელია დახმარება მიიღოს ყველა იმ საშუალო კლასის ოჯახმა, რომელიც დღეს უხელფასო შვებულებაში იმყოფება.

"ჩვენი ინიციატივის მიხედვით, ყველა ოჯახს საქართველოში, გარდა იმ ოჯახებისა, რომლის წლიური შემოსავალი 40 000-ზე მეტია, ყველა ოჯახს საქართველოში უნდა გადაეცეს 120 ლარიანი კომუნალური ვაუჩერი. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ არა მხოლოდ სოციალურად დაუცველებს, რომელიც ტრადიციული დახმარების ჯგუფია, არამედ იმ საშუალო კლასის ათასობით ოჯახს, რომელიც დღეს უხელფასო შვებულებაშია გაშვებული.

საყოველთაობა და ყველა ოჯახის დახმარება არის პირველი ნიშანი ჩვენი ინიციატივის და მეორე ნიშანი: დღევანდელ გაჭირვებულ მდგომარეობაში არც ერთი ინიციატივა არ არის ღირებულ, თუ არ არის მისი დაფინანსების წყარო. ჩვენ გვაქვს მკაფიო დაფინანსების წყარო საპენსიო შენატანში. 8 თვის შეჩერებით იზოგება ბიუჯეტში 130 მილიონი ლარი. 130 მილიონი ლარი არის ზუსტად ის თანხა, რომლითაც შეიძლება თითოეულ ოჯახზე საქართველოში გაიცეს 120 ლარიანი კომუნალური ვაუჩერი," - აცხადებს დავით ბაქრაძე.

დღის ამბები